უკვე გაქვს ახალი Facebook?
თუ ისევ ძველზე დააბრუნე?

უკვე გაქვს ახალი Facebook?
თუ ისევ ძველზე დააბრუნე

WRITTEN BY:

ქეთი ჭინჭარაული

POSTED ON:

05.08.2020

 

არაუშავს, მალე ყველას განახლებული ვერსია გექნებათ!

ჯერ კიდევ 2019 წლის F8-ზე მარკ ცუკერბერგმა დააანონსა მასშტაბური სიახლეები Facebook-ის ცვლილებასთან  დაკავშირებით, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდით.  უნდა ითქვას რომ Facebook-ის ისტორიაში, სულ ოთხი რედიზაინი შედგა და ბოლო, რომელიც დიდი განხილვის საგანი გახდა, აქედან ყველაზე რადიკალური აღმოჩნდა.

 “ახალი Facebook” როგორც მას იხსენიებენ, უკვე  მეტყველებს იმაზე რომ ცვლილებები, მართლაც  რადიკალურია.  

ზოგადად, ინტერფეისის შეცვლა  მომხმარებელისთვის სენსიტიურია ხოლმე, რაც საერთოდ არ არის გასაკვირი, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ეს ცვლილებები, როგორც მომხმარებლისთვის ისე ბიზნესისთვის სასარგებლოა.

მოდი ჩავშალოთ თითოეული მათგანი და დარწმუნებული ვარ სტატიის ბოლომდე წაკითხვისას უკვე სხვაგვარად შეაფასებთ ”ახალ Facebook”-ს.

*

Facebook-ი გახდა უფრო სადა, ნათელი და  მკაფიო.
ვიზუალებსა და ტექსტს მეტი მოცულობა აქვს. მეტი აქცენტია კონტენტზე. სიახლე, რომელიც მე ძალიან მომწონს არის ზედა თაბი, აქ ყველა ის ფუნქციონალია თავმოყრილი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება: News Feed, Watch TV, Groups, Gaming.

მომხმარებლები გარკვეული ინტერესების გარშემო ერთიანდებიან, ქმნიან ეგრეთ წოდებულ “community”  -ებს  Facebook ჯგუფების სახით. სწორედ ამ ტრენდის და მომხმარებლის ქცევის შესწავლის საფუძველზე Facebook-ი აორმაგებს ძალისხმევას ჯგუფების და პირადი კომუნიკაციების გარშემო. შესაბამისად ყველაზე დიდი ცვლილება გვაქვს ნიუსფიდში, ჯგუფებისთვის შეიქმნა ცალკე ფიდი, რაც საშუალებას გაძლევს შენთვის საინტერესო სიახლეებს ერთიანად გაეცნო და მარტივად იპოვო შენს ინტერესებზე მორგებული უფრო მეტი ახალი ჯგუფი. მოსალოდნელია ასევე, რომ ჩვენი ფიდი ჯგუფების სიახლეებით დაპრიორიტეტდეს. ვფიქრობ რომ ეს სიახლე კომპანიებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ და თავისი ბრენდის გარშემო შემოიკრიბონ community, შექმნან და  გააქტიურონ Facebook – ის ჯგუფები. 

განახლებული ტაბების დამატებით და ზოგადად ტაბების მარტივად გადართვით, შეგვიძლია სასურველ ტაბს ნიუსფიდის ფუნქცია მივანიჭოთ და ერთის ნაცვლად, რამდენიმე ფიდი გვქონდეს რაც, ნამდვილად ძალიან მოსახერხებელია. 

*

“დაემშვიდობე მიმებს, სადაც დარეფრეშებულ Facebook-ზე და დაკარგულ პოსტებზე გეცინებოდა ან საერთოდ არ გეცინებოდა” 


დიახ, ყველას გვეცნობა სიტუაცია, როდესაც ფიდში რამე პოსტს კითხულობდი, შემდეგ გადახვიდოდი სხვა გვერდზე და უკან დაბრულებული იწყებდი დაუსრულებ სქროლვას და ძებნას. ახლა რამდენ გვერდზეც არ უდნა გადახვიდე იქ ბრუნდები სადაც იყავი.  საკმარისია დააკლიკო ჰოუმს და ისევ იქ აღმოჩნდები სადაც  იყავი. 

*

შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ რეკლამისთვის თვალსაჩინოდ გამოყოფილი ადგილი მარჯვენა სვეტში. ახლა უფრო ნათლად ვხედავთ ჩვენთვის საინტერესო თემატიკის რეკლამას. 

*

ასევე, თვალსაჩინო ადგილს იკავებს, დაბადების დღეები და გამარტივებული მილოცვის ფორმა, თუ აქამდე გავიწყდებოდა ან გეზარებოდა მილოცვა, ახალ დიზაინში ეს ნაწილი იმდენად შესამჩნევი გახდა, რომ გულგრილად გვერდს ვერ აუვლი. Enter-ზე თითის ერთი დაჭერით, დაბადების დღეს მეგობრებს მარტივად მიულოცავ.

*

და რა თქმა უნდა, როგორც იქნა, დარქმოუდი!

ცოტა დაგვიანებით მაგრამ მაინც, Facebook-ის ახალი დიზაინი მუქ ფერებში!

მუქი ფერის Facebook-ი მეტად მიმზიდველად გამოიყურება, მკაფიო ტექსტი, ვიზუალები
და ალბათ დამეთანხმებით, რომ მუქ ფონზე ვიდეოების ყურება უფრო ეფექტური და სასიამოვნოა.

იმედია, ამ განხილვის შემდეგ უფრო მეტად მოგეწონებათ ახალი Facebook-ი, მისი ახალი ფუნქციები და სიმარტივე..   ასე რომ, გადმოდით Facebook-ის dark მხარეზე!