GOOGLE​

ყველა ტიპის წარმატებული კომუნიკაცია სრულყოფილი სტრატეგიის დასახვით იწყება, ეს კი ორგანიზაციის მიზნის მისაღწევი გზების განსაზღვრას გულისხმობს. სტრატეგიის შემუშავების დროს განისაზღვრება რა მიზნების მიღწევას გეგმავთ, ვინ არის თქვენი აუდიტორია, რა ქმედებისკენ უბიძგებთ მათ, როგორ მიაწვდით მათ ხმას; რა კონტენტით, რა არხებით და როგორ გაზომავთ შედეგებს. ჩვენი უნიკალური ნოუ-ჰაუს საშუალებით შევქმნით თქვენზე მორგებულ და შედეგზე ორიენტირებულ ციფრულ სტრატეგიას. ციფრული სტრატეგია თქვენი მარკეტინგული წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.   

ციფრული რეკლამა თქვენს სტრატეგიაში დასახული მიზნების მისაღწევად გამოიყენება. იმისთვის, რომ ციფრული რეკლამა სხვადასხვა არხებში წარმატებულად მართოთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ სეგმენტაციის, ოპტიმიზაციის და ეფექტურობის გაზომვის ახალი ციფრული სტრატეგიები. როგორც Facebook-ის ოფიციალური პარტნიორები და ჩვენი სფეროს ტრენდსეტერები, ჩვენ პირველები ვიგებთ ახალი ტრენდების, პროდუქტებისა და მახასიათებლების შესახებ. ეს კი თქვენი ციფრული რეკლამის სტრატეგიის სწორად დასახვასა და შედეგების განსაზღვრაში გვეხმარება.

ჩვენ რეკლამის სტრატეგიას ვქმნით Facebook, Instagram, Google, Linkedin და სხვა პლატფორმებისთვის.  

 

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის საშუალებით თქვენი ვებ-გვერდი Google-ის საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციაზე იქნება. ოპტიმიზაცის გზით ის მომხმარებლები, ვინც თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკვანძო სიტყვებს ეძებენ Google-ში, თქვენს ვებგვერდზე მოხვდებიან.

ეს გულისხმობს ვეგ-ბვერდის ვიზიტორების რაოდენობის ზრდასა და დაბალი სარეკლამო დანახარჯებით მეტ გაყიდვას. ჩვენ გვაქვს ჩვენი მეთოდოგოლია თუ როგორ მოვახდინოთ ეფექტიანი ოპტიმიზაცია.

Display Ads ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად კარგი მეთოდია. მისი მეშვეობით შეგიძლიათ ტარგეტირებულად მიწვდეთ თქვენს მომხმარებელს სხვადასხვა ვებგვერდებზე, ბანერების, იმიჯებისა და ანიმაციების საშუალებით. დაგვიკავშირდით და ერთად გადავწყვიტოთ კამპანიის ეს ტიპი შესაფერისია თუ არა სასურველი შედეგის მისაღწევად.

Google Ads თქვენს ვებგვერდზე ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. ასეთი კამპანიით, თქვენ რეკლამას ის ადამიანები ხედავენ, რომლებიც Google-ში თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებულ პროდუქტებს ან სერვისებს ეძებენ.

ამიტომ თქვენი რეკლამის ნახვის დროს მათ უკვე ერთგვარი მზაობა გააჩნიათ, რომ თქვენს ვებგვერდს ეწვიონ და იქ პროდუქტი ან სერვისი შეიძინონ. Google რეკლამების მართვის უკვე რამდენიმე წლიანი გამოცდილებით დაგეხმარებით ამ ეფექტური ინსტრუმენტის სრულად გამოყენებაში.

 

Youtube რეკლამა ვიდეო კონტენტის გავრცელებისთვის შეიძლება ძალიან ეფექტიანი გზა იყოს. ისევე როგორც სხვა პლატფორმები, Youtube-იც რეკლამის გაშვებისას სწორ სტრატეგიასა და ცოდნას მოითხოვს.

სწორი სტრატეგიის და ეფექტური ვიდეო კონტენტის გარდა აუცილებელია წინასწარ იცოდეთ პლატფორმაზე მოთხოვნილი პარამეტრები და სწორი სპეციფიკაციები, რასაც ბევრი არ აქცევს ყურადღებას. სწორედ ამიტომ ჩვენ მზად ვართ, რომ ამ პროცესში დაგეხმაროთ.

რემარკეტინგი, იგივე რეტარგეტინგი, პერსონალიზებული კონტენტის ეფექტური მეთოდია. რეტარგეტინგის საშუალებით შეგიძლიათ რეკლამა აჩვენოთ ისეთ ადამიანებს, ვინც უკვე ესტუმრნენ თქვენს ვებგვერდს.

თუ გსურთ იცოდეთ რას აკეთებენ თქვენი ვებგვერდის სტუმრები თქვენს გვერდზე, მიმართეთ ვებ-ანალიტიკას. ჩვენ ვიცით სწორი მეთოდები, რათა შევაგროვოთ და გავაანალიზოთ მომხმარებლის ქცევა თქვენს ვებგვერდზე, მაგალითად, რომელი წყაროდან მოვიდნენ ისინი, რომელი გვერდები მოინახულეს, რამდენ ხანს იმყოფებოდნენ თქვენს გვერდზე და რა ქმედება განახორციელეს.