Loading

ჩვენ შესახებ

რა უნდა იცოდე ჩვენზე

ჩვენ ვართ პრაღაში დაფუძნებული ციფრული სააგენტო, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება კომპანიებს სიღრმისეულად შეისწავლონ მომხმარებლები და ამაზე დაყრდნობით შექმნან და გაავრცელონ კონტენტი ისე, რომ შედეგი მოიმართოს და შეიქმნას ღირებულება.

ჩვენ გვჯერა, რომ ღირებულება სწორ მომხმარებლებთან სწორად საუბრით იქმნება. ჩვენი უნიკალური ანალიტიკური ექსპერტიზა და „შარკის“ მკვეთრი შეგრძნებები გვეხმარება კარგად გავიცნოთ მომხარებლები, გავიგოთ რა საჭიროებები აქვთ მათ და ვიპოვოთ მათი დაკმაყოფილების გზები. ჩვენ წარმატებით გამოვიყენეთ ეს მიდგომა 12+ წლის განმავლობაში, 150+ კლიენტთან 10+ ქვეყანაში. ჩვენი გუნდის წევრი 60+ „შარკი“ ყოველდღიურად ციფრული ოკეანის ღრმა წყლებში იმისთვის მუშაობს, რომ შექმნას სწორი კრეატიული სტრატეგია, განახორციელოს კამპანიები, გაზომოს მათი შედეგები, მოახდინოს ვებ-გვერდების ოპტიმიზაცია, დასახოს მომხმარებელზე ზრუნვის პრიორიტეტები  და შექმნას კლიენტის საჭიროებებზე მორგებული კონტენტი.  ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ კლიენტებს თავიანთ აუდიტორიასთან სწორი კომუნიკაციის წარმოებაში დავეხმაროთ. ჩვენი მუშაობის შედეგად ჩვენმა კლიენტებმა გაზარდეს თავიანთი ბრენდების ცნობადობის საფეხური და ბრენდ კაპიტალი, მოიზიდეს მეტი მომხმარებელი, გაზარდეს გაყიდვები, დაზოგეს თანხები, და მეტი მოგება დაწერეს.

„შარკები“ ხშირად დიდ მანძილებზე დაცურავენ საკვების საპოვნელად. ჩვენ ყოველთვის დიდი ნაბიჯებით მივიწევთ წინ, რათა განვავითაროთ და ვიპოვოთ ახალი ციფრული გადაწყვეტილებები. ჩვენი თბილისის ოფისი 2015 წელს გაიხსნა როგორც სოციალური მედიის სააგენტო და მას შემდეგ იგი მუდმივ რეჟიმში ვითარდება. სააგენტო 2015 წელს Facebook-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა, 2017 წელს Google სერვისები დაიმატა, 2019-ში ვიდეო წარმოება და 2020-ში კი კონტენტის შექმნა. ინტერესით ველოდებით სამომავლოდ რა გამოწვევებს შევეჭიდებით ოკეანის ღრმა წყლებში.